პროდუქტის დაბრუნება
ინფორმაცია პროდუქტის დაბრუნების პირობების შესახებ
დაბრუნების პირობები
როდის შეიძლება პროდუქტის დაბრუნება?
პროდუქტის უკან დაბრუნება შესაძლებელია 1-2 კვირის განმავლობაში, თუკი პროდუქტს აღმოაჩნდა რაიმე ქარხნული დაზიანება ან მიიღეთ თავიდანვე დაზიანებული პროდუქტი. ჩვენი გუნდი გაეცნობა თქვენს მოთხოვნას და დაგეხმარებათ დაბრუნების პროცესში.
როგორ დავაბრუნო პროდუქტი?
პროდუქტის დასაბრუნებლად აუცილებელია ჩვენს Facebook გვერდზე მოწერა. შეტყობინებაში მიუთითეთ შეკვეთის ნომერი, დაბრუნების მიზეზი და დაურთეთ პროდუქტის დაზიანების ფოტო. ჩვენი გუნდი განიხილავს თქვენს მოთხოვნას და დაგიკავშირდებათ უახლოეს პერიოდში.
რა ვადაში ხდება დაბრუნება?
პროდუქტის დაბრუნების მოთხოვნა განიხილება 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი გამოგიცხადდებათ პროდუქტის წასაღებად. პროდუქტის შემოწმების შემდეგ, თანხის დაბრუნება ან პროდუქტის გამოცვლა მოხდება 3-5 სამუშაო დღეში.
დაბრუნების აუცილებელი პირობები
პროდუქტის დაბრუნებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
- პროდუქტს უნდა ჰქონდეს ქარხნული დაზიანება
- პროდუქტი უნდა იყოს ორიგინალ შეფუთვაში (თუ შესაძლებელია)
- დაბრუნების მოთხოვნა უნდა გაკეთდეს მიღებიდან 1-2 კვირის განმავლობაში
- უნდა გქონდეთ შეკვეთის დამადასტურებელი ინფორმაცია (შეკვეთის ნომერი)
დაგვიკავშირდით Facebook-ზე
პროდუქტის დაბრუნებისთვის მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე